Bobby Kensei
რევაზ ხარჩილავა, ასევე ცნობილი როგორც Bobby Kensei, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტია.
ბობი კენსეიმ შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან Gipsy Samurai-სთან ერთად სინგლი “კარამელის სადგური” ჩაწერა. ამის შემდეგ შემსრულებელმა არაერთი კომპოზიცია გაავრცელა.