Panari

By Luna997

Released on December 18, 2022

Thumbnail

[Verse 1]

კატა ვარ ქუჩის, ბეტონის ქუჩები მზრდიდა

პარაპეტები ავითვისე და დავდივარ მშვიდად

გარაჟების თავზე ვიყავი, რო მივხვდი რა მინდა

სახურავზე მნახეს, ყვავებთან რო ვბაზრობდი, kid

იცი თემა დალაგებადია ლაპარაკით

ესე დამარიგეს, რო ვიყავი პატარა kid

ღამე ელავს ისევ ჩასარიცხი აპარატივით

სტადიონის უკან ბარაკებში ვდგავარ აქ მშვიდი

იცი ვთქვეფ-ვთქვეფ ბაზარს, რაც თქვეს არი ფაზა

ყველაფერი ცვალებადია, მე ნაკადებად ვხაზავ

ხელზე მიკეთია პლატა, ხელით ნაკეთი ავაზა

ყვავილები ხარობს სახურავის განაპირას ნაზად

კატა ვარ ქუჩის, ბეტონის ქუჩებმა მზარდეს

ვიცი სადარბაზოებში ისევ ფაქტები დადეს

ვიცი პოლიცია დასდევს ღამე მომპარავ ბავშვებს

ამათ შიათ სულ, იცი ისე არავინ აჭმევს

ვიღაცას ცოდნა არავინ მისცა და არავინ ჰყავს

სამ ქუჩის ძაღლს ძინავს, ერთი კარავი დგას

თან სხვას ვერ ნახავ იცი, არავის ჰგავს

მერე წვიმა ყველას ერთნაირად გვასველებს მაინც

განათება ეპარება ამ გასასვლელებს მაინც

ეზოები, დიდი თაღები და კორპუსის life

ამ ლიფტებში გატარებული ათასობით flight

ამ ბლოკებში გათენებული ათასობით night


[Chorus]

როგორი ამინდია დღეს

დიდი შენობებია შორს და ანათებს

ფანარი ჭერს მივანათე

და თითქოს ვუყურებ მთვარეს

როგორი ამინდია დღეს

ფოთლები დააქვს ნიავებს

ფანარი ჭერს მივანათე

და თითქოს ვუყურებ მთვარეს


[Verse 2]

ამ კიბეებზე ნამყოფია ათასობით სხივი

ამინდების ბიბლიოთეკა, ვარ ქალაქის შვილი

მეთევზეები ხიდებთან აბირჟავებენ დილით

მექანიკები აკეთებენ, რო იარო მშვიდად

ბაზრობები, ქუჩა ხურდება და ბაზარი მიდის

ავტომატებს უნდა ხურდა, მეტროს ჟეტონი თბილის

უკვე რახანია დავასხი, აწ ჩაია გრილი

ბავშობაში დასეივებული სიმშვიდე ბინის

ბავშობაში დასეივებული სიმშვიდე ქუხს

ცხელი ჩაი ჩამოვასხი და კერამიკა ხურს

ღამის ვიწრო შესახვევებიდან კიაფობს შუქი

ციმციმებენ სასიგნალოები, პორტია მუქი

ალუბალი მაქ ჩამოკიდებული ამ ყურზე

ვაზი ტელეფონის ბოძზე შემოხვეული ყურძენი

Zen zen ვბაზრობ zenს ანუ ვაკეთებ ყურzenს

ისევ გუშინდელი ბიტებია ტრიალით loopზე


[Chorus]

როგორი ამინდია დღეს

დიდი შენობებია შორს და ანათებს

ფანარი ჭერს მივანათე

და თითქოს ვუყურებ მთვარეს

როგორი ამინდია დღეს

ფოთლები დააქვს ნიავებს

ფანარი ჭერს მივანათე

და თითქოს ვუყურებ მთვარეს