Usaprtkhoeba | უსაფრთხოება

By Irakli Charkviani

On Amo

Thumbnail

ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში

ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს

მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში

მე დღეს ვერ მოგცემ ფულს

მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ

უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს

მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ

უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს

ნუ ეყვი საყვარელ დედას

რომ ცდა მოთმენად ღირს

რომ წყენას შენს ვერავინ ბედავს

რომ შენ უყვარხარ გმირს

მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ

უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს

მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ

უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს