Released on 1977

Thumbnail

ხიდის თავს შევკრათ პირობა

ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია

ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა

თავს დავანგრიოთ ბანია

ხიდის თავს შევკრათ პირობა

ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია

ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა

თავს დავანგრიოთ ბანიო

მუხრან ბატონის ყრმობითა

ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა

დეკეული ვერ დავზარდე

კალო ვერ ვრეწე მოზვრითა

ხმალო ხევსურეთს ნაჭედო

თელავში თუშმა გაგფერა

მეფე ერეკლემ გაკურთხა

საომრად ჯვარი დაგწერა

მტერო დამჩაგრე არ ვსტირი

ტირილი დიაცთ წესია

ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში

მაგრამ არ დამიკვნესია

მაცალე ერთი ავლესო

ხმალჩახმახ ცეცხლის კვესია

სულ წმინდად მოგამკევინო

რაც ჩემთვის დაგითესია